მსოფლიო

ლატვიის საგარეო მინისტრი - ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან

06.05.24 12:15


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიელი დიპლომატები რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან.

 

„ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას, რომელიც თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 

მანამდე, ჩეხეთმა და ესტონეთმაც დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები არ დაესწრებიან ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები