პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ძალადობრივი მუხტი გაზარდოს და ფატალურ შედეგებს აანონსებენ

06.05.24 16:43


გამჭვირვალობის წინააღმდეგ დაწყებული ვითომდა მშვიდობიანი აქციები ნელ-ნელა ძალადობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. როგორც წინასწარ აცხადებდნენ რადიკალური ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ამ აქციების კოორდინატორები, ცდილობენ, როგორმე ეს ძალადობრივი მუხტი გაზარდონ და აანონსებენ ფატალურ შედეგებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

 

„ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან. როგორც ჩანს, მათ უნდათ, რომ რაიმე მსხვერპლი მოხდეს ამ მიტინგებზე, რათა უფრო ასწიონ ეს რევოლუციური, მათ მიერ ორგანიზებული და ხელშეწყობილი მუხტი, რომ საქართველოში მოახდინონ სისხლიანი რევოლუცია. მათი მიზანი სწორედ ეს არის.

 

ძალიან კარგად ჩანს, რომ ისინი არჩევნებში გამარჯვებას არ ელოდებიან არავითარ შემთხვევაში. მშვიდობიანი რევოლუცია არ გამოუვიდათ, რადგან ხალხი, უმრავლესობა არის სწორედაც ევროპული ღირებულების, გამჭვირვალობის მომხრე. ის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები მათ ამ რევოლუციის მოწყობაში არ შველით და ახლა ცდილობენ, როგორმე რაიმე მსხვერპლი და ფატალური შედეგი გამოიწვიონ, რომ ეს ყველაფერი დააორგანიზონ. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ასეთ პროვოკაციას არ აჰყვებიან, გამოიჩენენ მაქსიმალურ სიფრთხილეს ჩვენი ქვეყნის და სუვერენიტეტის დასაცავად. მათი მიზანია არა რევოლუცია, არამედ გადატრიალება და ხელისუფლებაში იმ ძალების მოყვანა, რომლებიც უყოყმანოდ ჩართავენ საქართველოს ომში, რაც საქართველოს სრულიად გაქრობის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები