საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

14.06.16 15:25


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის რეგისტრაცია 41,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კი 44 ათასი ადგილია.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის, ასევე ერთი დამატებითი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.


ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია:

1-2 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ქართული ენა და ლიტერატურა.

4-5 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ზოგადი უნარები.

6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ინგლისური ენა.

6 ივლისი, პირველი სესია — რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია — ფრანგული ენა.

7 ივლისი, მეორე სესია — რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია —
გერმანული ენა.

12 ივლისი, მეორე სესია — სამოქალაქო განათლება.

14 ივლისი, პირველი სესია — მათემატიკა.

15 ივლისი, პირველი და მეორე სესია — გეოგრაფია.

18 ივლისი, პირველი და მეორე სესია — ისტორია.

19 ივლისი, პირველი სესია — ლიტერატურა.

20 ივლისი, პირველი სესია — ბიოლოგია.

21 ივლისი, პირველი სესია — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21 ივლისი, პირველი სესია — ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია — ფიზიკა.

წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდები ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება, რათა მომავალში ტექსტის ბეჭდვა საზღვარგარეთ აღარ იყოს საჭირო.

ახალი სისტემით, აბიტურიენტი კითხვებს ელექტრონული სახით იღებს, მაგრამ პასუხებს აბიტურიენტები კვლავ წერილობითი სახით გასცემენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები