ანალიტიკა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აშშ-ში ლობისტური საქმიანობით სარგებლობდნენ

15.06.16 18:55


მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით 2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე დახარჯული ფინანსების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მათ შორისაა ინფორმაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ ლობისტურ საქმიანობაზე დახარჯული თანხების შესახებ.

როგორც IDFI წერს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლობისტური კამპანიები მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ.

2009-2011 წლებში გაწეული ლობისტური მომსახურებისთვის აფხაზეთის ხელისუფლებას გადახდილი აქვს სულ 430,000 აშშ დოლარი, ხოლო სამხრეთ ოსეთს იმავე პერიოდში - 457,850 აშშ დოლარი.

წაკითხულია : 1756


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები