პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

08.05.24 15:24


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მოლოდინებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აქტიურ მნიშვნელობაზე.

 

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები