მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზელენსკისა და სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური პირების ლიკვიდაციის მცდელობა აღკვეთეს

07.05.24 17:31


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის „ფეესბე“ ვოლოდიმირ ზელნსკის და უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, სახელმწიფო ღალატისა და ტერაქტის განხორციელების ხელშეწყობის ბრალდებით, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკია დაკავებული.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელშეწყობით, გამოავლინეს აგენტურული ქსელი, რომლის საქმიანობასაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური კურირებდა. ქსელში შემავალი სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი რუსულ მხარეს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

 

„მტერი აქტიურად ამუშავებდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ლიკვიდაციის გეგმებს. „ფეესბეს“ აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის შემსრულებლების მოძიება, რომლებიც შეძლებდნენ სახელმწიფოს მეთაურის მძევლად აყვანას, შემდგომ კი – მოკვლას. ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის, დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციასაც“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

 

მალიუკის თქმით, ტერაქტი უნდა ყოფილიყო „საჩუქარი პუტინის ინაუგურაციისთვის“.

 

ამასთან, სპეცსამსახურების ცნობით, ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე სარაკეტო დარტყმით იგეგმებოდა.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ადგილებზე აღმოჩენილია დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 1162


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები