ანალიტიკა
15.06.16 19:15
რესტავრატორმა რუსეთიდან ალექსანდრ ლესოვოიმ, როგორც გამოცემა Sputnik-ossetia წერს, სამშენებლო კომპანია "უიუტის" ["Уют"] მუშებს კულტურული ძეგლების გამაგრებითი სამუშაოების წარმართვა ასწავლა.
"შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში სამი ტაძრის აღდგენა უკვე რუსი რესტავრატორის მკაცრი რეკომენდაციებითა და სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს კონტროლით განხორციელდება", - აცხადებს ნელი თაბუევა, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი.
"ალექსანდრ ლესოვოიმ მოინახულა იკორთას, გომართის ტაძრები და თირის მონასტერი. მან შენიშვნები მისცა ტაძრების ტერიტორიაზე მომუშავეებს და მუშებს შეცდომებზე მიუთითა. მისცა კონკრეტული რეკომენდაციები", - აცხადებს თაბუევა.
მანამდე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედურდ ძაგოევმა განაცხდა, რომ "უიუტს" კულტურული ძეგლების ტერიტორიებზე სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია და აღიარა მისი სამინისტროს პასუხისმგებლობა თირის მონასტრისთვის მიყენებულ ზიანში.
ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასწრაფო კონსერვაციას 250 კულტურული ძეგლი საჭიროებს.
ხაჯიმბა: საქართველოს საზღვართან კონტროლი გაძლიერდება
რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ტვირთის უკანონო შემოტანა აფხაზეთის ეკონომიკას ანგრევს და ამიტომ კონტროლი სასაზღვრო პუნქტზე უნდა გაძლიერდეს.
"ამ სასაზღვრო პუნქტთან დამნაშავეები კვეთენ საზღვარს, ასევე, შემოაქვთ კონტრაბანდული საქონელი, რაც ჩვენს ეკონომიკას ანგრევს. არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ბოსტნეულის, წარმოებული საქონლისა და ავეჯის დიდი რაოდენობა საქართველოდან შემოდის. როგორც კი ამ პროცესს ეწინააღმდეგები, ერთი მხარე გვსაყვედურობს, მეორე კი ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია.
მოდით, ვიფიქროთ ამ სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალებაზე. ქვეყნის ხელისუფლება კონტროლის გაძლიერებისა და აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტების შემცირების ზომებს მიიღებს", - აცხადებს ხაჯიმბა.
მისივე თქმით, 24 ნოებრიდან საზღვრის ინჟინრული აღჭურვილობით გაძლიერებული დაცვა დაიწყება და ეს პროცესი სამი წელიწადი გაგრძელდება.
"რუს მესაზღვრეებთან ერთად უკვე დაწყებულია გარკვეული ღონისძიებები ამ კუთხით".
ხაჯიმბა: რუსეთიდან დახმარება გრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა
"დიახ, რუსეთიდან დახმარება ახლაც გრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსურ მხარდაჭერას არ მივიღებთ", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ, აფხაზეთის პრეზიდენტმა დღეს, 27 აგვისტოს.
"აფხაზეთი რთულ სიტუაციაშია და, როგორც ქვეყანა, მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეებისთვის. ჩვენ თვალწინ მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ურთულესი პროცესები ვითარდება, რომლის ცენტრშიც ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი იმყოფება", - ამბობს ხაჯიმბა.
შესაბამისად, მისი თქმით, აფხაზეთი, რომელსაც რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული ურთიერთობები აქვს, ამ პროცესებისგან განუყოფელი ვერ იქნება.
"იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს, გარკვეული სერიოზული რეზერვები გაგვაჩნია".
აქვე მან აფხაზეთის ტურისტული კომპლექსებში ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაზე და შესაბამის შემოსავალზე ისაუბრა.
"რუსეთის მხრიდან მრავალწლიანი ფინანსური დახმარების მიუხედავად, აფხაზეთმა მაინც ვერ შექმნა ეკონომიკის რეალური სექტორი. წინა წლებში ქვეყანა არსებობდა რუსეთის დახმარებით, რომელიც არაპროდუქტიულად იხარჯებოდა".
წაკითხულია : 595
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24