ანალიტიკა

რამდენიმე დღის წინ სომეხმა სამხედროებმა საქართველოს საზღვარი გადმოსწიეს.

15.06.16 20:25


სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს. ამის შესახებ ინფრომაციას ,,რუსთავი2″ ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ბოლო დიდი ნაბიჯია, თორემ მიწების თვითნებური მითვისება აქ დიდი ხანია, გრძელდება.

სასაზღვრო ზოლში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია, ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ადრე საზღვარი გაცილებით შორის იყო, ახლა კი საცხოვრებელ სახლებთან გადის.

მსგავსი პრობლემა არის საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებზეც, რომლებიც წლიდან წლამდე ადგილს იცვლის. როგორც წესი, საზღვრის შეცვლა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ხდება.

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები