ანალიტიკა

აზერბაიჯანის ხელისუფლება ოფიციალურ ერევანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

15.06.16 21:40


აზერბაიჯანის ხელისუფლება ოფიციალურ ერევანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება. მინისტრი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან და გაათავისუფლოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, იარაღის ტარების, ჯაშუშობისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეები.

გასულ კვირას ეუთო-მ შეხების ხაზთან კონფლიქტის გამწვავების გამო შეშფოთება გამოხატა. ეუთო-ს მონაცემებით, მხოლოდ იანვარში 12 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაიჭრა, რაც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვეებელია.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შედეგად გაიყინა.

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები