პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

09.05.24 17:00


მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 1216


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები