პოლიტიკა
09.05.24 17:40
10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კოშმარი - მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება - ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე! - ამის შესახებ “ფეისბუქის“ გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე წერს.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, “ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან, ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ“.
“დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან, არამედ პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.
სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე - როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას - რუსულს არქმევენ.
საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე, ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.
სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!
ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
IPN.GE
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24