11.09.17 14:20
დარწმუნებული ვარ, ხალხს აქვს ჩვენი რწმენა, ხედავს ძალას, რომელიც აქვს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით, უკვე დამტკიცდა ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
“გასულ წელს, პირველად ისტორიაში, ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა, კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას. უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამთო კურორტი გომისმთა. კურორტ გომისმთაზე შენდება წყალმომარაგების სისტემა და იგეგმება კურორტის სრული ელექტრიფიკაცია. როდესაც იქ იქნება წყალი და დენი, და ასევე დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისა და ტურისტების გახდება მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომისმთაც მალე გახდება დამსვენებლებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლახან შეკვეთილში გაიხსნა უნიკალური საკონცერტო დარბაზი, სადაც 300-მდე მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ეს დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობს და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს.
“აქ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული არაჩვეულებრივი ღონისძიებები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.
შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ეს დარბაზი სწორედ ბატონი ბიძინას ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი ამ რეგიონისთვის, გურიისა და გურულებისთვის. იცით, რომ ამ მასშტაბის კონცერტებს თან ახლავს ათასობით მაყურებელი, რომელსაც სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება.
ასევე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენდა შეკვეთილში თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო მუსიკოსების სკვერი, რაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის.
შეკვეთილში აშენდა ისეთი შადრევანი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. აშენდა პარკი, რომელშიც მინიატურების სახით არის წარმოდგენილი ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლები. 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, თანაინვესტირების ფონდმა ააშენა, უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ასევე, შეკვეთილში, განხორციელდა ჩეხურ-სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს.
უკანასკნელ სამ წელიწადში, გურიაში გაიხსნა 26 სასტუმრო, და ორ წელიწადში, მათ კიდევ 35 ახალი სასტუმრო შეემატება. ასეთი სასტუმროები და ტურისტული ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი მნახველების, ისე ტურისტების დაინტერესებას იწვევს, და ზრდის მათ რაოდენობას, რასაც ჯაჭვური რეაქცია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24