პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - ამ მოწვევის ევროპარლამენტი მუშაობას ასრულებს, ამიტომ ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი და წასვლის წინ კარი გამოიჯახუნეს

26.04.24 13:36


ამ მოწვევის ევროპარლამენტი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ჯგუფის ლობირებას ეწეოდა, მუშაობას ასრულებს - ამიტომაც, ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი, წასვლის წინ კარი გამოიჯახუნეს და ყველა საკითხი, რასაც სააკაშვილის ინტერესების გათვალისწინებით ლობირებდნენ, ერთ რეზოლუციაში ჩაწერეს! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

 

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო შეჩერების პროცედურა არ არსებობს და ეს არ მოხდება. ქადაგიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, იმ კონკრეტული პირობების დარღვევა უნდა მოხდეს, რა პირობების დაცვის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიენიჭა.

 

“უვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი ევროპარლამენტის რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის. ყველა ის პოლიტიკური გზავნილი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" სხვადასხვა დროს ჰქონდა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია თავმოყრილი. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ვერ დადგება იმ პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც "ნაცმოძრაობასა" და მათ ლობისტებს აწუხებთ. ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი ჩაყარეს. ევროპარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და რომ იტყვიან, საქართველოს წინააღმდეგ და "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ყველა გზავნილი ერთ რეზოლუციაში გააერთიანეს. ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნაწილს, აქაც ცოტა იმპროვიზაცია დააკლდათ, რადგან დროში ცაიტნოტი ჰქონდათ. იმასაც ვერ გაუწიეს ანგარიში, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი ჯანმრთელობა ისეთია, არასდროს რომ არ ყოფილა.რატომ ჰგონიათ, რომ საქართველო არის ნეოკოლონიალური მმართველობის მიმღები ქვეყანა?! - ჩვენ გვაქვს უფლება ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ ასევე გვაქვს უფლება, დავიცვათ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობას უფლება, რომ მოზარდი თაობა, აღმზრდელობითი სექტორი თავისუფალი იყოს ლგბტ პროპაგანდისგან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები