პოლიტიკა

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრა გამართა

26.04.24 14:20


საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, შნუც დურს შეხვდა.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ცაციაშვილი, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ უფროსი ოფიცერი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.

 

„ნათია მერებაშვილმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ სტუმრებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები