საზოგადოება
07.07.16 20:15
სს ,,საპარტნიორო ფონდის’’, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, მეტალურგიული ქარხნის საკონფერენციო დარბაზში, დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროგრამის დეტალებზე, მასში მონაწილეობისა და პირობების შესახებ ინფორმაცია რუსთაველებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, „სტარტაპ საქართველოს” დირექტორმა ვაჟა მენაბდემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ კასრაძემ მიაწოდეს.
საინფორმაციო შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია, ლაშა ლობჯანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
,,დღევანდელი შეხვედრა რუსთავში ნამდვილად ნაყოფიერი იყო. ჩვენ რუსთავიდან დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ საკმაოდ დიდი აქტიურობა იქნება და ბევრი კარგი პროექტი შემოვა ,,სტარტაპ საქართველოს “ ფორმატში. ამ ეტაპზე, განაცხადების მიღების ვადა 31 ივლისს მთავრდება, მაგრამ ვინც ვერ მოასწრებს, შემდგომში არა ერთხელ მიეცემა საშუალება განაცხადი შეავსოს და პროექტი წარმოადგინოს. ჩვენი პროექტი განსაკუთრებით მიმართულია ახალგაზრდა მოსახლეობის მიმართ, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა არ გაგვაჩნია. ჩვენ დავაფინანსებთ ნებისმიერ საინტერესო ბიზნესპროექტს, რომელიც ორიენტირებულია სიახლეზე და მას რაიმე ინოვაციური კომპონენტი გააჩნია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო’’ 2016 წლის 17 ივნისიდან ხორციელდება და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის ფარგლებში შემუშავდა.
პროგრამა ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, სამთავრობო ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროგრამის მიზანია, მათ, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება.
სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია ,,სტარტაპ საქართველო” თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად, შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნესიდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-იანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ახალ კომპანიაში 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ხდება. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით გამოისყიდოს ფონდის წილი, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24