საზოგადოება

"გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს" - გია მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს

07.07.16 21:00


მას შემდეგ რაც გია მაისაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით, ფეისბუკ მეგობრებს ამცნო რომ 40 დღიანშიმშილობას იწყებდა, უამრავი ადამიანი დადგა მის გვერდით და მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. შიმშილობამ სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო, თუმცა გია მაისაშვილს მიუხედავად ამისა ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია.

მაისაშვილი ამჯერად ბერთის მონასტერში იმყოფება და გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი აქვს:

"ეს არის ბერთის მონასტერი სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვცხოვრობ და სადაც გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

აქვე გეპატიჟებით ყველა მსურველს ამ შაბათ კვირას, რომ ყველამ მიიღოს იგივე სულიერი სიამოვნება და აღფრთოვანება, რაც მე განვიცადე ამ წმინდა სავანეში.

ასევე, დამატებით მსურს გაგიზიაროთ წინამძღოლობისა და მართვის ახალი პრაქტიკული სქემები, რომლებიც სასიცოცხლოა ყველა თანამედროვე პროფესიონალისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.

ვისაც არააქვს საშვალება საკუთარი ტრანსპორტის დაუკავშირდით პაატა შუბითიძეს 574512992"- წერს მაისაშვილი.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები