საზოგადოება

"რუსთავი 2" არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს"- პაატა ზაქარეიშვილი

07.07.16 21:15


სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

“არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე. პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად აკვირდება ამას. რუსთავი 2 იყო მაშინ, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები 2012 წელს, რუსთავი 2 იყო მაშინ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როცა წააგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რუსთავი 2 არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, ამიტომ დამშვიდდეს რუსთავი 2 და მთელი საზოგადოება"- თქვა მინისტრმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები