საზოგადოება

მთავრობა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების გეგმაზე მუშაობს

07.07.16 21:50


იმისათვის, რომ ბაკურიანისა და მის მიმდებარედ არსებულ საკურორტო პოტენციალის მქონე დიდი მიტარბის განახლება დაიწყოს, საქართველოს მთავრობა მიწათსარგებლობის გეგმას შეიმუშავებს, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულება „დიდი მიტარბისა და ბაკურიანის განვითარების ღონისძიებების შესახებ“.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს სივცითი მოწყობა — მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

„ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობამ ბაკურიანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სარეაბილიტაციო პროექტი 2015 წელს დაიწყო.

ბაკურიანში, კოტხას გორაზე ახალი საბაგირო გზა დაეშვა, რომლის მშენებლობაც ავსტრიულმა კომპანია „ დოპელმაიერმა“ განახორციელა. კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3, 1 კმ-ია.

გარდა ამისა, 2016 წლის ბოლომდე, დაბა მიტარბიში ახალი საბაგირო გზა და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ბაკურიანი დსთ-ის ქვეყნების ტეიტინგში ნაკლებად ძვირი სამთო კურორტების ტოპ-10-შია შესული.

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები