საზოგადოება

საქართველოში სპორტულ ტურიზმს განავითარებენ

07.07.16 22:10


საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანია Prime sports management-თან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი ღონისძიება — ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებში ურეკში 27 აგვისტოს გაიმართება. მოგვიანებით, 21 ნოემბერს, ასევე 5-7 დეკემბერს შეჯიბრებები თბილისში მოეწყობა.

მსოფლიო თასი ძალისმიერ სამჭიდში, ანუ პაუერლიფტინგში თბილისში 5-8 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში მოყვარულთა შორის ასევე თბილისში, 17-18 სექტემბერს ჩატარდება.

საერთაშორისო კონფერენცია სპორტულ მარკეტინგში ბათუმში 27-29 ოქტომბერს გაიმართება.

2017 წლის თებერვალში თბილისში კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში აბრეშუმის გზის თასი გათამაშდება.

ყველა ტურნირი ტრადიციული გახდება, განუცხადეს ჟურნალისტებს ღონისძიებების ორგანიზატორებმა. მათი თქმით, სპორტული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში და გაზრდის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას.

საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში მაღალი დონის სპორტული ტურიზმის შექმნა სურს და ამ ინიციატივის უცხოეთში პოპულარიზებისთვის საჭირო ზომებს მიმართავს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები