საზოგადოება

ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

08.07.16 15:05


ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურად ნატო-ს სამიტისთვის ქართულმა მხარემ ჩამოასხა ქართული ღვინო, შესაბამისი ეტიკეტით, ვარშავის სამიტის სიმბოლოთი.

“ამ ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გაუმასპინძლდება ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს”, – განაცხადა ნიკოლოზიშვილმა.

8-9 ივლისს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 658


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები