საზოგადოება

ფესტივალი „არტ-გენი 2016“ თბილისში 10 ივლისს დაიწყება

08.07.16 17:25

ხალხური შემოქმედების ფესტივალის „არტ-გენი 2016“ დასკვნითი ნაწილი ღია ცის ქვეშ გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 10-17 ივლისს ჩატარდება.

აქამდე „არტ-გენმა“ კონცერტებითა და გამოფენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონი შემოიარა – ქობულეთი, ბოლნისი და სურამი.

„არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ხალხური ზეპირსიტყვიერების, ხალხური მედიცინისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478

დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები