პოლიტიკა
07.01.19 12:40
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, საქართველოს ხელისუფლება აპირებს თუ არა უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას.
ბახტაძეს დღეს, 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალიატებმა დაუსვეს კითხვა, მთავრობის წარმომადგენლები როდისთვის აპირებენ და თუ აპირებენ საერთოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას და რატომ გვიანდება ეს მილოცვა.
“მე ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენმა დედა ეკლესიამ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ეს ყველასთვის იყო ღია”, – განაცხადა საპასუხოდ ბახტაძემ.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მილოცვის თაობაზე განმეორებით შეკითხვაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ “არსებობს კანონიკური ურთიერთობები, რომელიც დადგენილია”.
“ამის შესახებ გაკეთდა კომენტარი. მე კიდევ ერთხელ მსურს, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო შობის დღესასწაული”, – თქვა ბახტაძემ.
უკრაინისთვის მილოცვისგან თავი შეიკავა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც:
“ამ საკითხზე ჩვენ გვექნება საუბარი პატრიარქთან, საპატრიარქოსთან. ამ საკითხზე ასეთ ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”.
საქართველოს ხელისუფლება ამ თავშეკავების გამო გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია დღევანდელის მსგავსად, სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24