პოლიტიკა

ეკა ბესელია საკუთარ გეგმებზე საუბარს დღეს გეგმავს

07.01.19 13:20


გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ? - ამაზე ვისაუბრებ, - ასე პასუხობს მედიის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მის მიერ მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ.

მისივე თქმით, დეტალებზე მედიასთან დღეს ისაუბრებს. ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირაა ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, რასაც წინ უძღოდა ბესელიას განცხადება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იუსტიციის უაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების გამო დატოვა. ბესელიას თქმით, მისთვის მიუღებელია „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან დაკავშირებული მოსამართლეების“ სისტემაში ყოფნა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი და აღნიშნულს მოსამართლეობის კანდიდატებთან არავითარი კავშირი არ აქვს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები