პოლიტიკა
07.01.19 17:00
„არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გუნდი არის ერთიანი და შიდა გუნდებზე საუბარი არის სიცრუე.
„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები.
მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა.
თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.
„ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24