პოლიტიკა

"დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე..."- მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილი

07.01.19 17:30


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში საუბარია საქართველოს ეკლესიაში არსებულ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებზე, ამის მაგალითად მიტროპოლიტს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე მოჰყავს. მეუფე გრიგოლის თქმით, ეს ამბავი დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე:

„ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, სამწუხაროდ, ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლის პოლარიზებას იწვევს; ეს მდგომარეობა მძაფრად წარმოჩინდება სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას, ხოლო დროდადრო კი დაპირისპირებები თავს იჩენს ხოლმე საჯარო სივრცეშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მაგალითების სპექტრი მომავალში კიდევ უფრო „მრავალფეროვანი“ გახდეს! ყოველივე ამის მიზეზებს კი ჩვენ ვხედავთ არა რომელიმე პიროვნების პირად, კერძო, ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა საერთო ღირებულებების ირგვლივ.“- ნათქვამია მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები