პოლიტიკა

„ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ - ოთარ დანელია

13.05.19 13:30


საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

„ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოების პრიორიტულობას ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მიდგომაც ადასტურებს.

ხელისუფლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ სფეროში მეწარმეების მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყების ნათელი მაგალითა საგადასახდო რეჟიმიც, რომელშიც ეს სფეროა მოქცეული”, - აცხადებს დანელია.

მისი თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის სფეროს ამ მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელბას.

“ხელისუფლება კვლავინდებურად მზად არის მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა გამოიჩინოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სფეროში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავენ და ამ მიმართულებით არის გარკვეული ძვრები. ჩემი ინფორმაციით, მალე უნდა დასრულდება რამოდენიმე ქართული კომპანიის მიერ საკმაოდ სოლიდური საინვესტიციო პაკეტის მოზიდვის პროცედურა. საინვესტიციო პროექტები გძელვადიანი და მზარდი წარმოების დიფერსიფიცირებული განვითარების მხრივაც, - აცხადებს ოთარ დანელია და დასძენს, - მიუხედავად კერძო სერქტორის აქტოვობისა აუცილებელია კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდეს სფეროს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რატა მოხდეს მოსახლეობის უზრუვნელყოფა ნატურალური რძითა და რძის პროდუქტებით.“

აგრალური კომიტეტის თავმდომარე მიიჩნევს, რომ ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება ბიზნესში ყველაზე რენტაბელური და მომგებიანი მომართულებაა, სახელწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამები კი სფეროს სტიმულირებას და განვითარებას ემსახურება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები