პოლიტიკა

საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ფრანგ კოლეგებს შეხვდნენ

13.05.19 15:30


საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი და ჯგუფის წევრები თამარ ხულორდავა და გიორგი კახიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ფრანგ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

„ფრანგ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გავაცანით.

შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე საინტერესო მსჯელობები გავმართეთ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართა“, - განაცხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები