პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

13.05.19 17:15


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობისჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან-რენე კაზნევი ხელმძღვანელობს.

საუბარი ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებს შეეხო, ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმისმიმართულებით თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარედემოკრატიულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანგ პარლამენტარებს საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები