პოლიტიკა

პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა

13.05.19 17:45


ქართველმა კანონმდებლებმა პარლამენტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების კუთხით რეგიონის შესწავლა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავა, არჩილ თალაკვაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეობდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავარ საგარეო ამოცანებსა და ამ მიმართულებით არსებულ დინამიკაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკაზე.

„შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიები და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე, განიხილეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს მომავალი წევრობის და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები