ანალიტიკა
01.10.19 13:15
30 სექტემბერს სეპარატისტულ აფხაზეთში აღნიშნავენ ე.წ „გამარჯვების დღე აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში 1992-93 წლებში“. ამ დღეს სეპარატისტულმა წარმონაქმნებმა და რუსული არმიის რეგულარულმა ქვედანაყოფებმა მიაღწიეს მდინარე ენგურს.
ამავდროულად სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მკვლელებისა და სომეხი ბოევიკების მიერ დაპყრობილ სოხუმში საშინელებები ხდებოდა - მასობრივი მკვლელობები მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის. მათ, ვინც ვერ მოასწრეს გაქცევა ქალაქიდან ან არ მოინდომეს ამის გაკეთება, რადგან იმედი ჰქონდათ სეპარატისტების „ადამიანობაზე“. სამწუხაროდ, ეს ხალხი მოკლულ იქნა ყველაზე საშინელი მეთოდებით. თანაც მკვლელები არ მალავდნენ რისთვის კლავდნენ დაუცველ ადამიანებს. მათ „მოეწონათ“ მათი სახლები და ბინები. ანუ, ისინი მოიქცნენ ნაცისტებზე უარესად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი არ კლავდნენ მაინც ხალხს იმისათვის, რომ მათ სახლებსა და ბინებში ჩასახლებულიყვნენ.
სეპარატისტების საშინელ დანაშაულს, რომელთა შორის ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ბოევიკებიც იყვნენ, დღეს აღიარებენ ისინიც, ვინც მთლიანად მხარს უჭერს აფხაზურ სეპარატისტულ პროექტს, თუმცა კი ცდილობენ „ცუდი“ სეპარატისტების გამორჩევას „კარგი“ სეპარატისტებისგან. ასე მაგალითად, ჟურნალისტი ანტონ კრივინიუკი, რომელმაც სეპარატისტული „სამოთხიდან“ რუსეთში გადაინაცვლა გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქზე პოსტი „30 სექტემბრის დღესასწაულის“ შესახებ ან როგორც სხვანაირად უწოდებენ, სეპარატისტული „გამარჯვების დღის“. მიუხედავად იმისა, რომ ის ულოცავს და მთლიანობაში ამართლებს სეპარატისტებს, ის წერს:
”და იმ დღეებში მოხდა კიდევ ერთი საშინელი რამ. ადამიანთა მოდგმის შთამომავლობა, ხოცავდა ადამიანებს იქ სადაც შეეძლო.
ბევრი იყო, ვინც დახოცა ხალხი და მათი სახლები დაიკავა.
ამის აღიარების მიზანია, რომ შვილები ამ ჯოჯოხეთის წყევლიდან გამოვიყვანოთ.
მხოლოდ ხელის ჩამორთმევა კი არა, იმ ნაძირლებს თვალებშიც კი არ უნდა შეხედო. მათი გვარი კვდება. ჯობს განზე გადგე. ვერანაირი მანტიებით მათ ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთს ვერ დაფარავ“.
შეგახსენებთ, რომ ამას არ წერს ლტოლვილი, არამედ აფხაზური სეპარატიზმის მხარდამჭერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ „გმირების გმირობებს“ ქადაგებდა. რომლებიც აღმოჩნდნენ მკვლელები და მარადიორები.
მართალია, შემდეგ ანტონ კრივენიუკი წერს:
„მაგრამ მაინც პირველი იყო ის ხალხი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ ცხოვრებას გავხდით კეთილსინდისიერს, ადამინურს, კეთილს.
30 სექტემბერი - კეთილი და გულწრფელი ადამიანების დღესასწაულია“.
ზოგადად, ბატონი კრივენიუკს „კეთილი და კეთილსინდისიერი ხალხით“ ცოტა ზედმეტი მოუვიდა. მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ „ვერმახტის ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებში“. ისინი, იბრძოდნენ, როგორც ”კარგი და პატიოსანი ხალხი”, მაშინ როცა მათ ზურგს უკან კლავდნენ დაუცველ მშვიდობიან მოქალაქეებს.
ასე რომ, ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან ნაცისტური სისასტიკისთვის.
ომის შემდეგ, მოკავშირეებმა შეახსენეს გერმანელებს, რომ ისინი ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ ოსვენციმის კრემატორიუმის გამო, თუმცა არა იმ ზომით, როგორც უშუალო მკვლელები.
„აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა“ შორის, ალბათ არც ერთი ოჯახი არ ყოფილა, რომლებმაც „თასები“ არ ჩაიგდეს ხელში.
თუნდაც ვინმეს მოკვლის გარეშეც კი.
თუ შენ დაიპყარი სახლი, საიდანაც გაიქცა ქართული ჯარი, ხოლო მეზობელი სახლი დაიპყრო შენმა ნათესავმა, რომელმაც მასში ჩახოცა ქართული ოჯახი, რა თქმა უნდა, შენ შენს ნათესავზე უკეთესი ხარ, მაგრამ მაინც ხარ მარადიორი.
თუმცა, ახლა სეპარატისტებსა და მათ „ადვოკატებს“ სურთ დისტანცირებულად მოიხსენიონ ისინი მათ „თანამოაზრეებისგან“: მკვლელებისა და მარადიორებისგან. ისინი თავს აჩვენებენ „კეთილშობილ და კეთილსინდისიერ ადამიანებად“, რომლებიც კი იყვნენ ბოევიკები და სეპარატისტები, მაგრამ უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის სიკვდილში.
ამავე დროს, სეპარატისტები და მკვლელები თავს იმართლებენ იმით, რომ მათ მოკლეს ქართველები "კოლექტიური პასუხისმგებლობის" პრინციპით.
ვითომ, “თქვენ მხარი დაუჭირეთ“ „აგრესიას“, ამიტომ, ჩვენ ასევე მოვკლავთ ყველა ქართველს „შურისძიების“ მიზნით“.
ანუ, ახლა სეპარატისტთა ნაწილი „კოლექტიური უსაფრთხოების“ პრინციპით მათთან მიმართებაში ცდილობენ გაექცნენ ამას - ეს არის იმის ნიშანი, რომ მათ უკვე ეშინიათ. იმისათვის, რომ მათ მოუწევთ პასუხი აგონ დანაშაულზე.
თუმცა დანაშაულში დამნაშავენი არიან სეპარატისტული მოძრაობის ყველა მონაწილე, ხოლო გენოციდი არის ის დანაშაული, რომელსაც არ გააჩნია ვადა, სასჯელი მათთვის განსხვავებულია. უფრო მეტიც, აფხაზი ახალგაზრდა თაობა არ არის დამნაშავე სეპარატისტების დანაშაულში.
აფხაზი სეპარატისტები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთან, მაგრამ არ იკვებებოდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლით, ნამდვილად შეიძლება იყვნენ პატიებისა და ამნისტიის იმედზე. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი იწყებს იმის გააზრებას, თუ როგორ ატყუებდა სეპარატისტული პროპაგანდა ერთ დროს.
მაგრამ დაუცველთა მკვლელები პასუხს აგებენ. განსაკუთრებით, თუ ისინი კლავდნენ სხვისი საცხოვრებლის ხელში ჩაგდების მიზნით. უფრო მეტიც, აფხაზეთში ამ მკვლელთა ვინაობა ცნობილია. თავად პატიოსანმა აფხაზებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ისე, რომ როდესაც აფხაზეთში კანონის უზენაესობა აღდგება, ეს ბოროტმოქმედები პასუხისმგებლობას არ გაექცნენ.
საბოლოო ჯამში, ისინი საშიში არიან თვით აფხაზებისთვის და მათი შვილებისთვის.
KavkazPlus
წაკითხულია : 595
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24