საზოგადოება

გიგლა აგულაშვილი ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის პრეზენტაციას USAID საქართველოს მისიის დირექტორთან ერთად დაესწრო

04.08.16 18:15


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხის პრეზენტაციას ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ USAID საქართველოს მისიის დირექტორთან თომას მორისთან ერთად დაესწრო.

პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMRT) ფარგლებში, თბილისის მოსახლებისთვის „გუდვილის“ ცენტრალურ შესასვლელში განთავსდა ქაღალდის, ალუმინის ქილების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკის დახარისხებული კუთხე. შეგროვებული ნარჩენი დასაწყობდება ჰიპერმარკეტში, რის შემდეგაც შპს „სუფთა სამყარო“ უზრუნველყოფს მის გადამუშავებას.

პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნარჩენების გადამუშავების კუთხით კერძო სექტორის გაძლიერება, რათა გაიზარდოს ცნობიერება და საზოგადოებამ დაიწყოს ნარჩენების დახარისხება.

პროექტს international Citi/Contry Management Associacion (ICMA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN -თან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროგრამა- საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში მიმდინარეობს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID).

ღონისძიებას USAID- ის, აშშ -ს საელჩოს, CENN -ისა და WMRT -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები