ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ვალუტის შესყიდვა დაიწყო

23.08.16 15:15


ორშაბათს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეიძინა და ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლართან 2,2802 GEL/$1 შეადგინა.

მარტის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, როცა ლარის კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა 12 აუქციონზე დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყიდა. შედეგად, ზაფხულის დასაწყისში ლარის კურსი დასტაბილურდა, შემდეგ კი ლარმა დაცემა დაიწყო. თუმცა ბოლო კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ გაიზარდა თითქმის 3%-ით.

სამშაბათს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსია დოლართან 2,2788 GEL/$1, რაც 0,0026 ლარით მაღალია ორშაბათის კურსზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები