საზოგადოება

ყალბი მონეტების დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

31.08.16 19:05


ერთლარიანი მონეტების უკანონო დამზადების ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი ხუციშვილი დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ხუციშვილი მონეტებს სახლში ამზადებდა.

ამისთვის კი სპეციალურ დანადგარსა და სხვადასხვა ფერადი ლიოთონის შენადნობს იყენებდა. ყალბ მონეტებს ის საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ასაღებდა. ყალბი მონეტების ზუსტი რაოდენობა განცხადებაში დაზუსტებული არ არის. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები