საზოგადოება

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

01.09.16 15:35


საფრანგეთის ქალაქ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს.

მსოფლიოს ჩემპიონები 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილი, 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე რამაზ ზოიძე და 120 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად პატარიძე გახდნენ.

ზოიძემ და პატარიძემ აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ორი თვის წინ კი ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელი იო ნამბა 3:2 დაამარცხა. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად მოუგო კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1, პატარიძემ კი წმინდად, 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან კენან ილდირიმი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ სპორტსმენებს მანამდე ოქრო გიორგი მელიამ მოუპოვა, რომლიც 96 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ნუგზარ წურწუმიამ კი 50 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები