საზოგადოება
01.09.16 16:05
დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი დღეიდან ამოქმედდება.
”სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი. მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება. მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.
ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა. მათ შორის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის - ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს ასევე მიიღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც სახელმწიფო ჩართულია პროგრამაში – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“. ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით - 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი - 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის - 455 ლარს შეადგენს”, - განაცხადა სოფრომაძემ.
მან ყურადღება მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ პროცედურაზეც გაამახვილა.
„მათ, ვისაც ჯერ არ აქვს დადგენილი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ავტომატურად, განცხადებით მიმართვის გარეშე, დაენიშნებათ დანამატი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24