საზოგადოება
05.08.20 18:00
მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური ფაქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, ის ყოველთვის მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი გავლენა, ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის როლი ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანია.
„ძალიან სასაცილოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი უკრაინის მოქალაქეობის რაღაც სამართლებრივი კირკიტით. ის არის საქართველოს მოქალაქეც, ის არის საქართველოს პოლიტიკური პარტიის ცხოვრების მთავარი მოტორი და ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ არსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მოიაზრებოდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არ არის დამალული და თუ აქ ის გადაწყვეტს, რომ იყოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც სიმბოლურად ჩაუდგებოდა იგივე „ნციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს, რატომაც არა, მაგრამ ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთანავე, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრების ფორმატში გაერთიანებული ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს „უმრავლესობას შეუქმნის.
„ივანიშვილს ჰყავს ორი ოფიციალური სატელიტი, ერთ გაცხადებული სატელიტი - ზვიად ძიძიგური და მეორე ფარული სატელიტი „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელთაც არ უნდათ დაღდასმულ „ოცნებასთან“ ასოცირება და ჩუმად მოისატელიტებენ. დანარჩენი ყველა ამბობს, რომ არ შეუქმნის უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს იმ დიდ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ თუ სხვა, ერთად არიან ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
რესურსი: IPN
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24