15.09.16 18:55
დღევანდელი საქართველოს ფარგლებში შემორჩენილი ქვემო ქართლის XII_XIII საუკუნეების მონოფიზიტური ძეგლებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მაღალი ხუროთმოძღვრული დონის ხორაკერტის სამონასტრო კომპლექსი ( გავითი აშენდა 1252 წ.), რომელსაც შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისადმი მიძღვნილ ყველა ნაშრომში ნახავთ. ეს მონასტერი მდ. შულავრის ხევის ზემოწელზე, ლალვარის მთის ჩრდილო კალთაზეა გაშენებული და ეკლესიის გუმბათის ყელისა და გავითის გადახურვის კონსტრუქციებით აშკარაა, რომ იგი სომხეთის რომელიღაც ცენტრალური რაიონიდან ქვემო ქართლში ჩამოსული ხუროთმოძღვრის მიერაა აგებული. აღსანიშნავია ადგილობრივი, პროვინციული მშენებლობის ნიმუში, ხოჟორნის ხევის ზემოწელზე, უღრან ტყეში მდებარე 1213 წელს აგებული ხნძორექსის ეკლესია, მკვლევარებს იგი წარწერის მიხედვით ქალკედონიანი სომხების სავანე ჰგონიათ (დ. მუსხელიშვილი., 1960, გვ. 59, ბერძენიშვილი დ, 1979, გვ. 106 ). XIII საუკუნის პირველ ნახევარშია შეკეთებული ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესიაც ( ხოჟორნი მხარგრძელების წინაპრის სამკვიდრებელი იყო ), რომლის სამხრეთი კარის ტიმპანის წარწერაში, ხნძორექსის წარწერის მსგავსად, შანშე მხარგრძელია მოხსენიებული. სამივე მონასტერი დღევანდელი ქვემო ქართლის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სომხეთის საზღვარზე მდებარეობს, ეს მხარე კი ძველად ლორეს საგამგეოს ჩრდილოეთი საზღვარი იყო და მხარგრძელებს ეკუთვნოდა (ბერძენიშვილი დ. , 1979, გვ. 86 ).
როგორც ჩანს, ამ ხანებში სომეხი ვაჭრები ცხოვრობდნენ ქ. დმანისში, რაზეც აქ შემორჩენილი რამდენიმე ხაჩქარი მეტყველებს. XIII საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი ხაჩქართაგანი გვიან შუა საუკუნეებში დმანისის სიონის დასავლეთ მინაშენის ( 1207-1223 ) სამხრეთ კედელში ჩაუშენებიათ (მუსხელიშვილი ლ., 1938 ა, გვ. 373. 435-437, მელიქსეთ-ბეგი, 1954, გვ. 157 ), მაგრამ დმანისში XII_XIII საუკუნეების სომხური ეკლესიები არ ჩანს, აქ მხოლოდ XVII საუკუნის მიწურულისა თუ XVIII საუკუნის ეკლესიაა შემორჩენილი, რომლის სამხრეთი კედლის დასავლეთ კუთხეში ძლიერ დაზიანებული სომხური წაეწერიანი ქვაა ჩადგმული, რის გამოც ეს ეკლესიაც ამ ნაშრომში მოხვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეკლესიას მონოფიზიტური საეკლესიო პრაქტიკის სახასიათო ელემენტები--შემაღლებული საკურთხეველი და სანათლავი ნიშა, არ გააჩნია.
დმანისის გარეუბნის სასაფლაოზე ქართული და სომხური წარწერიანი საფლავის ქვების თანაარსებობა ლ. მუსხელიშვილს აძლევს უფლებას გამოთქვას ვარაუდი, რომ დმანისის სომხური მოსახლეობა უმთავრესად ქალკედონური იყო (მუსხელიშვილი ლ., 1938, ა, გვ. 441 ). როგორც ჩანს, სწორედ ამ ვითარების გამო არ გვხვდება მონოფიზიტური ეკლესიები დმანისის ნაქალაქარზე.
აქედან გამომდინარე, დღევანდელი ქვემო ქართლის ცენტრალურ რაიონებში XII_XIII საუკუნეებში აგებული მონოფიზიტურ--სომხური ეკლესიები არ დასტურდება და ისინი საქართველო--სოხეთის საზღვრისპირა ზოლსა და ისტორიული ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ე. ი.დღევანდელი ჩრდილო სომხეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ქვემო ქართლში--ლორეში სომხების მასობრივი შემოსახლების მცდელობა ალექსანდრე I-ის დროს მოხდა (1412-1442) როდესაც მან ლორეს ციხე შაჰროჰისგან ლტოლვილ სივნიეთის მთავარ ბეშქენ ორბელიანს გადასცა, ამ უკანასკნელთან კი სივნიეთიდანვე 1435-1438 წლებში სომხების დიდძალი მოსახლეობა ჩამოვიდა (აბდალაძე, 1978, გვ. 53-54). მეფე ალექსანდრეს ამ ხიზანთა საქართველოს ფარგლებში დამკვიდრება სახელმწიფოს საზიანოდ მიუჩნევია, და ეს მიგრაციული პროცესი გარკვეულწილად შეუჩერებია (მეწოფეცი, 1987, გვ. 74-78, ჯავახიშვილი, 1982. გვ. 259, მაისურაძე, 1999, გვ. 101) თუმცა ნაწილი სომხური მოსახლეობისა, როგორც ჩანს, მაინც დამკვიდრებულა ლორესა თუ მის სანახებში. სოფ. ხოჟორნი ამ დროს მტრისგან (თემურ ლენგისგან) დაცლილი ჩანს და იგი სწორედ ღრმა სომხური ტერიტორიებიდან ლტოლვილთა ნაკადით შევსებულა. ხოჟორნის ეკლესიის დასავლეთ ფასადზე - არქიტრავსა თუ სარკმლის თავსართზე ამოკვეთილი მრავალი აყვავებული ჯვარი, რომლებიც ხაჩქარებს მოგვაგონებს, 1452 წლითაა დათარიღებული და სომხური ქვაზე კვეთილობის ტიპური ნიმუშებია. ამგვარი ჯვრებითაა გაფორმებული სომხების მონასტრების კეჩარისის სურბ ნშანი, ნორგეტიკის მცირე ეკლესიის დასავლეთი ფასადი, ჰოვანავანქისა და საღმოსავანქის გავითთა შესასვლელები (არუთიუნიანი, 1951).
XV საუკუნეში სომხები სამშვილდეშიც ცხოვრობდნენ, რასაც სომხური ანდერძ-მინაწერებიდან ვიგებთ. ამ მინაწერებში საუბარია ჯაჰან-შაჰის მიერ 1440 წელს სამშვილდის აღებასა და სომეხთა ჟლეტაზე (აბდალაძე, 1978, გვ. 61-63, 65, 67, 68,, 161-163). სამშვილდეში სომეხთა აქტივობის კვალი, მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით, XI საუკუნიდან ჩანს. ამ დროს მათ სამშვილდის ქართველთა ეკლესია (ბაზილიკა) ჩაუგდიათ ხელში, მის ჩრდილოეთ კედელში სანათლავი ნიში გამოუყვანიათ, აუწევიათ საკურთხევლის არდაბაგი და ორი ნიშა გაუკეთებიათ საკურთხევლის აფსიდში, XV საუკუნაში კი ეკლესიის სამხრეთი კარი გაუფორმებიათ მარტივი ორნამენტული დეკორით. XV საუკუნეში ქვემო ქართლში სომხების აქტივობის ნათელი მაგალითია ტალავრის ხევში, სოფ. დარბაზთან (ბოლნისის რაიონი), მთის წვერზე მდებარე, სავარაუდოდ, თემურ-ლენგის შემოსევებით გავერანებული ქართული მონასტრის დასაკუთრება.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სომხური წარწერებიდან ვიგებთ, რომ ბარსეღ ეპისკოპოსს, რომელიც სანაჰინის ეპისკოპოსი უნდა იყოს (ღაფადარიანი, 1957, გვ. 136-138), 1465 წელს განუახლებია „წმინდა ღვთისმშობელი’’.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილებსა და კარნიზებს გარკვევით ემჩნევა XV საუკუნეში ბარსეღ ეპისკოპოსის მიერ ჩატარებული რესტავრაციის კვალი. დარბაზის ღვთისმშობელი XVII საუკუნეში ისევ სომხებს ეკუთვნოდათ, რაზეც აქვე, მინაშენის სიახლოვეს in situ მდებარე, 1643 წლით დათარიღებული ხაჩქარი მეტყველებს.
XVI საუკუნეში ისტორიული სომხეთის (არმენიის) ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად ორი დიდი სახელმწიფო, სეფიანთა ირანი და ოსმალეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რასაც 1639 წელს მისი ორ , აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად გაყოფა მოჰყვა (მაისურაძე), 1999, გვ.110, 111). ამ პოლიტიკური პროცესების გამო სომეხ ლტოლვილთა დიდი მასა საქართველოსკენ დაიძრა, ქვემო ქართლი კი საქართველოს ის კუთხეა, რომელის სომხეთთან ყველაზე ახლოსაა და ამიტომაც მათი შედარებით დიდი ნაკადი სწორედ ამ კუთხეში შემოვიდა, რაზეც როგორც ჩრდილოეთ სომხეთში არსებული მრავალი ძეგლი, ასევე დღევანდელი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებიც მეტყველებს. ნიშანდობლივია, რომ სომხები ქართველთაგან მიტოვებულ-გავერანებულ სოფლებში სახლდებიან, რისი ნათელი მაგალითიცაა სოფ. ფორთ-ფორთის, იმავე კირაკოზას სოფლის ეკლესია, რომლის დასავლეთი კარის არქიტრავის სომხურ წარწერაში საუბარია 1531 წელს ამ ეკლესიის განახლებაზე. აქვე დასავლეთ კედელში იმის საბუთად, რომ აქ ადრე ქართულ-ქალკედონური ეკლესია იდგა, ორი ქვის ფილაა შემორჩენილი, რომელზეც 1080 წლის ცამეტსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა განაწილებული ( ვ. სილოგავა, 2000, გვ.224-225, 244 ).
სომეხთა დასასახლებლად ქვემო ქართლში განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები XVII საუკუნეში, მაჰმადიანი როსტომის გამეფების (1632-1658 წწ.) ჟამს დადგა. ქართლის სამეფოსათვის ეს შედარებით მშვიდობიანი ხანა იყო, დაიწყო ქვემო ქართლის გავერანებული ტერიტორიების ახალმოსახლეებით შევსება. ამ დროს ხშირი იყო მოშენების მიზნით ქვემო ქართლის გავერანებული სოფლების გადაცემა სომხური ეკლესიისათვის. მაგალითად, მარნეულის რაიონის სოფ. ოფრეთთან ტყეში მდებარე ნასოფლარი ფეშიქ-ქიანდის ქვედა ეკლესიის წარწერიდან (1638 წ.) ვიგებთ, რომ იგი ქართველ მეფეებს გადაუციათ სანაჰინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისათვის, ხოლო როსტომ მეფეს „ დიდი ხნის აოხრებული’’ სოფ. ნახიდური (ბოლნისის რ-ნი ), რომელიც თვითონვე მოუშენებია, 1657 წელს ეჩმიაძინის საპატრიარქოსთვის შეუწირაბს ( მაისურაძე, 1982, გვ. 173 ). მართლაც, თუ ძეგლების ანოტაციებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი XVII საუკუნეში, სწორედ როსტომის ზეობისასაა აგებული. ამ დროის ზუსტად დათარიღებული ძეგლებია ფეშიქ-ქიანდის ქვედა ეკლესია (1638 წ. ), ბოლნის ხაჩინის ( 1651 წ. ), დემურლოს (1655 წ.), ზარგლის (1657 წ.) ეკლესიები. ზარგალთან დიდი მსგავსების გამო მიგვაჩნია, რომ ამ ხანებშია აგებული ბაშყუდროს ეკლესიაც, ხოლო ანასკენ-ქილისას სამლოცველოს მშენებლობის ტექნიკის სიახლოვე ფეშიქ-ქიანდთან გვაფიქრებინებს, რომ ეს უკანასკნელიც როსტომის დროსაა აგებული, რასაც ირიბად გვიდასტურებს ეკლესიაში არსებული ორი ხაჩქარიც, რომელთა თარიღიც 1641 წელია.
აღნიშნული ნაგებობები სოფლის დარბაზული ეკლესიებია და არ გამოირჩევა მაღალი სამშენებლო თუ მხატვრული ღირსებებით. ისინი წვრილი ნამტვრევი ქვით არიან ნაგები, ზოგიერთს კარ-სარკმელი სუფთად ნათალი ქვით აქვს გამოყვანილი, რაც მარტივად პროფილირებულ კარნიზებთან ერთად, თითქოს აწესრიგებს კედლის ქაოტურ წყობას. დეკორი უკიდურესად მწირია, ბოლნის ხაჩინისა და ზარგლის ეკლესიათა კედლებზე სომხურ წარწერათა ჩაწნულ-შეწიაღებული ასოები, მხატვრული თვალსაზრისით, ჩუქურთმის როლს ასრულებს. ამ ეკლესიათა შიდა სივრცეების მხატვრული ეფექტი, ფასადების მსგავსად, კედლის უწესრიგო წყობასა და ნათალი ქვით გამოყვანილი თაღებისა და პილასტრების ერთობლიობაზეა დამყარებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიებს სომხური წარწერები და მონოფიზიტური ეკლესიის მახასიათებელი ნიშნები რომ არ ჰქონოდათ, მათ ვერ გამოვარჩევდით ქვემო ქართლშივე არსებული თანადროული ქართულ-ქალკედონური ეკლესიებისგან, როგორიცაა სოფ. სიონის ღვთისმშობლის (1634-1658 წწ) სახელობის (ბერძენიშვილი, 2005, გვ. 37 ), წერაქვის წმ. გიორგის (XVII ს.), გორულის ქვემო (XVII ს.), დემირ-სუს (1641 წ.) (მუსხელიშვილი ლ., 1960, გვ. 27, 47, ტაბ. VII, 1), ტანძიის ღვთისმშპობლის (1680 წ.) ეკლესიები (ბერიძე, 1996, გვ. 74, ტაბ., 87, გც. 88-91 ) და სხვა. ამ სიაში გორულის ზემო ეკლესიის (1634-1658 წწ.) ჩართვაც შეიძლებოდა, თუმცა იგი ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ფასადთა დეკორაციული დამუშავების ერთგვარად მეტი „პრეტენზიით’’ გამოირჩევა, მსგავსად დემურლოს მონოფიზიტური ეკლესიისა (1655), რომელიც, ეტყობა, შეძლებული ქტიტორის, მონოფიზიტი ქართველის, თამაზას აგებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ძალების მობილიზებითაა აგებული ბოლნის ხაჩინის ეკლესიაც (1651), რომელსაც სამხრეთიდან მიდგმული აქვს სამრეკლო რვა სვეტზე დაყრდნობილი ფანჩატურით.
ამგვარად, ამ რეგიონში არსებული ქალკედონური და ანტიქალკედონური ძეგლების მსგავსება იმას მიგვანიშნებს, რომ აქ XVII საუკუნეში და ადრეც ადგილობრივ, ქვემო ქართლისთვის მახასიათებელი ხერხებით წარმოებდა ეკლესიათა მშენებლობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორივე კონფესიის ეკლესიებს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა აგებდა. აღსანიშნავია ერთი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ზოგადად გამოარჩევს ამ ეკლესიებს ერთმანეთისაგან: მართლმადიდებელთა სალოცავებს კარი უმეტესად სამხრეთიდან აღენიშნებათ, ხოლო მონოფიზიტურებს კი დასავლეთიდან. დასავლეთიდან სომხურ ეკლესიებს ხშირად გავითებს--ბჭე-საძვალეებს უშენებდნენ, რაც ამ მხარეს არსებული კარის მნიშვნელობას უსვამს ხაზს (მნაცაკანიანი, 1952, გვ. 71, მნაცაკანიანი ს. 1984, გვ. 27), ეს წესი კი მექანიკურადაა გადმოტანილი ქვემო ქართლის იმ მონოფიზიტურ დარბაზულ ეკლესიებზეც, რომელთაც გავითები არა აქვთ მიშენებული.
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24