მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი - ვგმობ რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

18.01.21 18:00


ვგმობ რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს, მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

 

„ამასთან, კვლავ ველოდებით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები