პოლიტიკა

მორიგი შეხვედრა ოპოზიციაში - "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"

03.03.21 15:00


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები სათათიროდ შეიკრიბნენ. ისინი სამომავლო გეგმებსა და მშვიდობიანი აქციების გამართვის ფორმებზე იმსჯელებენ.


ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა მშვიდობიანმა აქციამ ავტომობილებით მსვლელობის ფორმა მიიღოს.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ერთობამ სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც სახელისუფლებო გუნდის წევრები მოლაპარაკებების წინ მათ დესტრუქციულ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.

 

ლიდერები ამბობენ, რომ მათი ქმედებები დიალოგს ხელს არ შეუშლის და მოლაპარაკება ექვსივე პუნქტზე უნდა დაიწყოს.

 

"ვცდილობთ ყველაფერს, რომ მოლაპარაკებები შედგეს და ის 6-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმება რომელიც დატოვა ბატონმა მიშელმა და დათქმა არის 2-კვირიანი, ამ შეთანხმების ყველა პუნქტზე იყოს მიღწეული შეთანხმება. ნიკა მელიას გათვისუფლება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ გიროგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და რიგგარეშ ვადამდელ არჩევნებზე საუბრის დაწყება", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები