პოლიტიკა

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

04.03.21 10:00


ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის, რაშიც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, – წერს კალიულაიდი „ტვიტერზე“.

 

შეგახსენებთ, ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები