ეკონომიკა

საქართველოში თანხების გადარიცხვის მოცულობით რუსეთი ლიდერობს

26.09.16 15:45


რუსეთი ლიდერობს საქართველოში თანხების გადმორიცხვის მოცულობით. აგვისტოში ამ ქვეყნიდან 37,0 მილიონი დოლარია გადმორიცხული, რაც 1,9%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

გადარიცხვების ელექტრონული სისტემების დახმარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში აგვისტოს თვეში გადმორიცხული თანხების საერთო მოცულობის 34,9% რუსეთზე მოდის. აგვისტოში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 105,8 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან შემცირდა.

პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში 13,2%-ით ნაკლები გადარიცხვა განხორციელდა ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ 2016 წლის აგვისტო-იანვარში 248 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ უცხოეთიდან საქართვლოში რვა თვის მანძილზე 731,8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 766


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები