პოლიტიკა
10.05.24 12:59
პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის. მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და არც რუსული კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ.
„პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდ გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ასევე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც, ფაქტობრივად, ოჯახებში, სახლებში უცვივდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, როგორც მათ სჩვევიათ - ლაჩრულად, მალულად, მიპარვით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „ტვ პირველთან“ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც, ფაქტობრივად, აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი, ცხადია, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ. ხალხს რომ სჭირდება, ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს, უცვივდებიან სახლში, სცემენ ახალგაზრდებს, ურეკავენ პენსიონერებს, დედებს, მშობლებს, არასრულწლოვან შვილებს და აგინებენ. ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ხალხზე ზრუნვა, ასე გვეუბნება ივანიშვილი.
დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა, აიძულონ, დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები. ასევე, დღეს აპირებენ, ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არ წავიდნენ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. ამიტომ, მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ipn.ge
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
21:4120.05.24
-
პარლამენტი ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს
18:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს
17:4020.05.24
-
ბექა ოდიშარია - 12 წლის განმავლობაში სად დაიღუპა საქართველო?
17:0020.05.24
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24