პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

13.04.21 10:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო დაესწრო.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები