ეკონომიკა

საქართველომ რუსეთში მინერალური წყლის ექსპორტი გაზარდა

27.09.16 20:05


საქართველო რუსეთში 24,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური წყლის ექსპორტს აწარმოებს, რაც 2 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“).

ასევე გაიზარდა ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტი, რომელმაც 22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6 მლნ აშ დოლარით ნაკლები იყო.

ფეროშენადნობების ექსპორტი 4,2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 19,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 1 მლნ აშშ დოლარით, რომელმაც დაახლოებით 6,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულდა ნახევრადდამუშავებულ ოქროსა და თხილს უკავია. თხილის ექსპორტი 1,5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და დაახლოებით 4,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი იანვარ-აგვისტოს პერიოდში 20,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 118, 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის სარტთო მოცულობის 9%-ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები