საზოგადოება

„თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია“ - კელი დეგნანი

03.05.21 11:40


„თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, აშშ-სა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს.

 

კელი დეგნანი ამბობს, რომ „ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები“.

 

„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.

 

ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.

 

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.

 

ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები