პოლიტიკა

„ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადი და წარმატებული პროექტია“- ირაკლი ღარიბაშვილი

09.06.21 17:00


„დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადია და წარმატებული პროექტია“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი კიდევ უფრო მეტი მგზავრის შემოსვლას უზრუნველყოფს.

 

„დღეს ვიმყოფებით ქუთაისის განახლებულ აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებადია და წარმატებული პროექტია. გახსნის დღიდან ქუთაისის აეროპორტი ძალიან სწრაფად ვითარდება. მგზავრთა ნაკადი არის გაორმაგებული და გაოთხმაგებული. ახალი ტერმინალი ექვსჯერ დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი. ეს გვაძლევს მის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი შემოვა ამ აეროპორტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები