ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.3%-ით გაიზარდა

13.07.21 12:20


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 212.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3%-ით მეტია.


აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ. აშშ დოლარი (19.5%-ით მეტი).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები