მსოფლიო

აზერბაიჯანში ასტრაზენეკას და სპუტნიკ V-ს ვაქცინების კომბინაციის ცდები მიმდინარეობს

13.07.21 17:40


აზერბაიჯანში ბრიტანულ-შვედური ვაქცინის ასტრაზენეკას და რუსული სპუტნიკ V-ს ვაქცინების კომბინაციის ცდები მიმდინარეობს. ამის შესახებ azerbaycan24 იუწყება.


როგორც ჟურნალისტებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა, ვაქცინების კომბინაციის ტესტირება აზერბაიჯანში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს.

 

„შედეგები იქნება ივლისის ბოლოს. სპუტნიკ V არის პირველი ვაქცინა, რომელმაც ასტრაზენეკასთან ერთობლივი კვლევების ჩატარება შესთავაზა“, - განაცხადა დმიტრიევმა.

 

დმიტრიევმა იმედი გამოთქვა, რომ კვლევების შედეგები საკმაოდ კარგი იქნება და ვაქცინების კომბინაციის ეფექტიანობას აჩვენებს.

 

ცნობისთვის, რუსულ ვაქცინას სპუტნიკ V-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია დღემდე არა აქვს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები