პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: საქართველოში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, ერთ-ერთი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

21.07.21 11:45


განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა აშფოთებს.


მან აღნიშნა, რომ საქართველოში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, ერთ-ერთი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა:


"საქართველოში სულ უფრო მეტად მაშფოთებს უკად გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს, ერთ-ერთი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.


რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ვიცი, რომ სენატორი [ჯინ] შაჰინი ჩემს შეშფოთებას იზიარებს ამ საკითხზე და ამაზე არაერთი დისკუსიაც გვქონია" - განაცხადა სენატორმა რიშმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები