საზოგადოება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა და „ყველას ეყოფა“

21.07.21 13:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები შემოვა და „ყველას ეყოფა“.

 

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ფაიზერი“ ქვეყანაში „ძალიან მალე იქნება“.

 

„ძალიან მალე იქნება, ამ დღეებში. მოგიწოდებთ ყველას, ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა და რომელიც გნებავთ, ის გაიკეთეთ. იქნება საკმარისი დოზები, ყველას გვეყოფა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

რაც შეეხება „დელტა“ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ შტამის 30-40%-ია დადასტურებული და ეს მაჩვენებელი „ძალიან სწრაფად იზრდება“.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები